"დაბეჭდილი, იაფფასიანი ხატია"- ინაშვილის საჩუქარი აფხაზებმა უკან დააბრუნეს

გამოქვეყნდა:

პატრიოტთა ალიანსს ნაჩუქარი ხატი ოკუპირებული აფხაზეთიდან უკან დაუბრუნეს. ხატი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მდინარე ენგურთან მიიტანეს და ე.წ გამშვებ პუნქტთან, ოკუპანტების მხარეს, საწყობში შეინახეს. 

შეგახსენებთ, რომ ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ და დეფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწეს შეხვდნენ. როგორც ინაშვილმა საიდუმლო ვოიაჟის დასრულების შემდგ თქვა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ილორის ტაძარს მან ხატი შესწირა. "პატრიოტების" ლიდერმა ფოტომასალაც გაავრცელა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესიამ კი პატრიოტთა ალიანსის საჩუქარზე უარი თქვა და უკან გამოგზავნა. ​საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, ხატი დაბეჭდილია და არანაირი ღირებულება არ აქვს: უწმინდური, ხელნაწერი, დაბეჭდილი ხატია.  ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რა ხატია, რადგან ქართული წარწერები აქვს"- ამბობს აფხაზეთში მოქმედი ვეტერანების ორგანიზაცია  Aruaa- ს ლიდერი თემურ გულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი