თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში არსებული მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს. კონკრეტულად რას მოიცავს ეს მტკიცებულებები, ოჯახის ადვოკატი ჯერ არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ პროცესს მომავალი კვირიდან დაიწყებენ. 

ასევე, მიხეილ რამიშვილი ყველ იმ მტკიცებულების გასაჯაროებას ითხოვს, რომლის გათვალისწინებითაც მივიდა მთავარი საგამოძიებო უწყება, ფაქტობრივად, თვითმკვლელობის დასკვნამდე. მიხეილ რამიშვილი და დაღუპულის ოჯახი FBI-სთან მიმოწერის გასაჯაროებასაც ითხოვენ. 

დაველოდებით იმ ჩვენს მოთხოვნებს, რაც დაყენებული გვაქვს ყველაფერი და საზოგადოებას გავაცნობთ მტკიცებულებებს, სადაც არის ძალიან დიდი ცდომილებები და რითიც ცდილობენ, გაამყარონ ის გეზი, რაც აქვს აღებული გამოძიებას, - ამბობს რამიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი