შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეომარს, ყველა დანაყოფს, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებასა და კონტროლს უკრაინის ცასა და ჩვენ შავ ზღვაზე. უკრაინამ დაამტკიცა, რა შეგვიძლია ჩვენ, რა შეუძლია ჩვენს ძალას. ამას მოწმობს ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა და ჩვენი ბიჭების შესაძლებლობები რუსული ფლოტის წინააღმდეგ. შავ ზღვაში რუსი ტერორისტებისთვის უსაფრთხო ნავსადგური აღარ არის და არც არასდროს იქნება. და მათთვის არ იქნება უსაფრთხო სივრცე ცაზე, იმ პირობით, რომ ჩვენი უკრაინული ძალა საკმარისი იქნება. ეს ეხება როგორც პარტნიორების მიწოდებას, ასევე ჩვენს შიდა წარმოებას". 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავ ზღვაში რუსული გემის, "სერგეი კოტოვის" განადგურებაზე.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი