უკრაინის დაზვერვა: გავანადგურეთ რუსეთის საპატრულო ხომალდი "სერგეი კოტოვი"

გამოქვეყნდა:

გამოცემა Украинская правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 მარტის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დრონებით დარტყმა იყო რუსულ საპატრულო გემ "სერგეი კოტოვზე". 

ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აღნიშნული დაადასტურა. 

უწყება ამბობს, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-13 ჯგუფის სპეცდანიშნულების რაზმი თავს დაესხა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემს "სერგეი კოტოვს".

განცხადებაში ნათქვამია, რომ "Magura V5 საზღვაო უპილოტო თვითმფრინავების დარტყმის შედეგად", გემს დაუზიანდა უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები და ცეცხლი გაუჩნდა.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | ვითარება პარლამენტთან
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი