რუსმა აქტივისტმა, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ევროკომისიასა და ევროპარლამენტს მიმართა

გამოქვეყნდა:

თბილისში მცხოვრებმა რუსმა აქტივისტმა მაქსიმ ივანცოვმა, რომელიც თებერვლის ბოლოს ქვეყანაში არ შემოუშვეს ევროპარლამენტსა და ევროკომისიას წერილობით მიმართა. ის მათ საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

ივანცოვი არასამთავრობო ორგანიზაციისა Frame-ის ხელმძღვანელია. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მან გადაწყვიტა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა, მას მოსკოვში გაგზავნით დაემუქრნენ: "მათ თქვეს, რომ მე ვარ რუსეთისა და საქართველოს მტერი და საქართველო ისინი არიან".

"მე გამომაძევეს საქართველოს ტერიტორიიდან, ეს ყველაფერი მოხდა სასაზღვრო კონტროლის პროცედურების დარღვევით, მინდა მკაფიოდ ამიხსნან, თუ რატომ არ შემიშვეს საქართველოში, რა არის ამის მიზეზი, ჩემ გარდა, ბევრ ანტიპუტინისტს უთხრეს უარი შემოსვლაზე. საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს, ეს არის ქვეყანა, რომელსაც სურს ადამიანის უფლებების დაცვა და ევროპისკენ სწრაფვა, თუ ქვეყანა, რომელსაც თავისი ქმედებებით რუსეთის დახმარება სურს. მინდა, რომ საქართველო იყოს ორიენტირებული ევროპულ ფასეულობებზე, ამიტომ გავაგზავნე მიმართვა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში, რომ ყურადღება მიაქციონ საქართველოში ომის მოწინააღმდეგე და ოპოზიციურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების არ შეშვების პრობლემას", - ამბობს მაქსიმ ივანცოვი.

ივანცოვმა საქართველოში არშემოშვება დაუკავშირა თბილისში რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების კამპანიას, რომლისთვისაც ოფისში ფართი გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი