ბერძნული მედიის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟზე სარაკეტო თავდასხმის მცდელობა იყო.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოდესაში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა.
თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა დეტალები უცნობია. საბერძნეთის პრემიერთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თავდასხმას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, სარაკეტო იერიში ზელენსკისა და მიცოტაკისის შეხვედრის ადგილიდან რამდენიმე მეტრში მოხდა.