"შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

"შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის," - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ 11 მარტს, NATO-ს შტაბ-ბინაში შვედეთის დროშის აღმართვას მოუთმენლად ელის.

"ოფიციალურია - შვედეთი ახლა NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთელ ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას", -წერს სტოლტენბერგი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი