"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის წინასაარჩევნო ბანერზე "ოცნებამ" საკუთარი კანდიდატის პლაკატი გადააკრა.
გიგი უგულავა ამბობს, რომ ეს ყველაფერი გიორგი გახარიას სამეგრელოში დაგეგმილ ვოიაჟს უკავშირდება. მისივე თქმით, ყველა ლოკაციაზე, სადაც გახარია გადაადგილდება მისი პლაკატი ირაკლი ჩიქოვანის პლაკატებით შეცვალეს.
დღეს ღამეს ჩიქოვანი გამოაქანეს და დამაწებ-დამახტუნეს. რა წვრილმანი საბჭოთა კომკავშირლები ხართ, ადგილი არ გეყოთ, თუ გახარია ჩამოდის და "დამმალეთ".
ეჰეი, კომსომოლ ბავშვობაში ქართული ფილმები მაინც გენახა, არ გაგიგია - აქედან ვერ ამოშლი" - წერს უგულავა.
"ევროპულმა საქართველომ" ივანიშვილის გუნდს კარიკატურული პლაკატით უპასუხა.