"მართლაც ისტორიული დღეა... გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს" | შვედეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"მართლაც ისტორიული დღეა... გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს", - ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომელმაც აშშ-ის მთავრობას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საბოლოო დოკუმენტი გადასცა.

"დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შვედეთი ახლა NATO-ს წევრია. ჩვენ თავმდაბლები ვართ და თან ასევე ვამაყობთ. გავამართლებთ NATO-ს ყველა მოკავშირის დიდ მოლოდინებს. ერთიანობა და სოლიდარობა შვედეთის, როგორც NATO-ს წევრის სახელმძღვანელო იქნება. ჩვენ, სხვა მოკავშირეებთან ერთად, ვიზიარებთ ტვირთს, პასუხისმგებლობასა და რისკებს. როგორც მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, დღეს თავისუფლების გამარჯვებაა. NATO-ში გაწევრიანებით შვედეთმა გააკეთა თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და ერთიანი არჩევანი", - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი