კასპში მძიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს აპროტესტებენ - აქცია მიქელწყაროში

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი წყლისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას და დაზიანებული სკოლის შეკეთებას ითხოვენ. ასევე საბავშო ბაღს.

ადგილობრივების თქმით, მათი სოფლისთვის ბიუჯეტიდან თანხა ყოველ წელს არის გამოყოფილი, თუმცა ის არამიზნობრივად იხარჯება. სწორედ ამიტომ, მიქელწყაროს მცხოვრებლები "ოცნების" ადგილობრივ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებენ. 

მხოლოდ არჩევნების წინ გვპირდებიან, რომ ბევრ რამეს გააკეთებენ. 3-4 წლის წინანდელი დაპირებები სანახევროდაც კი არ არის შესრულებული - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი და აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბადრი ბასიშვილიც შეუერთდა. მისი თქმით, "ქართული ოცნება" სოფელს ყურადღებას მხოლოდ იმის გამო არ აქცევს, რომ მიქელწაყარო არჩევნებში ოპოციურ კანდიდატებს უჭერს მხარს. 

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც "ოცნება" მოსახლეობას განგებ ტოვებს უყურადღებოდ.

იგივე პრობლემებზე საუბრობენ იმერეთშიც. თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანის მაცხოვრებლები 5 სექტემბერს გამართულ აქციაზე ამბობდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ უბანს იმიტომ სჯის, რომ იმ უბანში არჩევნებს ყოველთვის აგებს. 

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი