ჩვენ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. გიორგი ვაშაძე ფაქტს წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს:

ეს შეეხება ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, მის პერსონალურ ინფორმაციაზე საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ განცხადებას ძალიან კარგად დაინახავს ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მსგავსი ტიპის შანტაჟი განახორციელა. ვის აქვს წვდომა ჩანაწერებზე და გარკვეულ ინფორმაციებზე? ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან. ამ განცხადებას ვაკეთებთ პრევენციულად, რომ ვინმემ რაიმე ნაბიჯის გადადგმა არ გაბედოს"- ამბობს ვაშაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი