ხერსონში, რუსული დაბომბვის შედეგად, 7 წლის ბიჭი დაშავდა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღეს რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 7 წლის ბიჭი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციაში ამბობენ, ოკუპანტებმა ქალაქში საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ხერსონის რაიონის, ტიაგინის თემის ერთ-ერთი სოფელიც დაბომბეს, რის შედეგადაც, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი