რუსებმა ხერსონის სოფელი დაბომბეს | არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსებმა ხერსონის რაიონის, ტიაგინის თემის სოფელი ოლჰივკა დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიების თანახმად, 8 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, რუსეთის არმიამ დაბომბა ტიაგინის თემის სოფელი ოლჰივკა, ნაღმმტყორცნებით," - წერია განცხადებაში. უწყება ამბობს, რომ ამ დროისთვის, მონაცემების გადამოწმება მიმდინარეობს.

მანამდე, რუსებმა ღამით ხერსონის მახლობლად სოფელი ბილოზერკაც დაბომბეს, შედეგად 81 წლის ქალი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი