კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს...გამოჩნდა, რომ განსხვავებული ხედვა აქვს | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ "ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს."

მან ასევე აღნიშნა, რომ კობახიძე არ არის ვალდებული მის მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს.

"ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს. აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემს მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს. მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდევაც რესპუბლიკურზე, რომ ასე უყურებს, ამაზეც გამოჩნდა რომ განსხვავებული ხედვა აქვს - ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის ირაკლი კობახიძე. ეს ნორმალურია, მას რომ სხვა აზრი აქვს ეს ნორმალურია, არანორმალური იქნებოდა რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს," - ამბობს ღარიბაშვილი.

რაც შეეხება "მთავარი არხის" შეკითხვას, გახდება თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობის საკითხებში აღარ ერევა.

"პრემიერმინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით, რა თქმა უნდა. რას ნიშნავს ჩემი კადრები, ვერ გავიგე...უნდა დაველოდოთ პრემიერმინისტრს, პრემიერი გადაწყვეტს საკადრო საკითხებს. მთავრობის საკითხებში, მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მე არ ვერევი...მე ვარ პარტიის თავმჯდომარე," -  ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილს ექიმი-კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი ჩაანაცვლებს. ყიფიანი ამ დროისთვის რამდენიმე კერძო კლინიკაში მუშაობს, ორშაბათიდან კი, სავარაუდოდ, საჯარო სექტორში გადაინაცვლებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი