ტრამპი შეხვდა უნგრელ ორბანს, რომელიც დიქტატურას ეძებს | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი „დიქტატურას ეძებს“.

„იცით, ვის შეხვდა ის მარ-ა-ლაგოში? უნგრელ ორბანს, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ არ ფიქრობს, რომ დემოკრატია მუშაობს და ეძებს დიქტატურას. მე ვხედავ მომავალს, სადაც ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არ ვამცირებთ მას“ განაცხადა ჯო ბაიდენმა

დონალდ ტრამპმა კი ორბანს "დიდი და ფანტასტიკური ლიდერი" უწოდა - "ის ბოსია! არა, ის დიდი ლიდერი, ფანტასტიკური ლიდერია" - თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, უნგრეთის პრორუსი პრემიერი ორბანი, რომელიც მუდმივად ბლოკავს უკრაინისთვის საჭირო დახმარებას და მისი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია,  დონალდ ტრამპს ფლორიდაში შეხვდა და "მშვიდობის პრეზიდენტი" უწოდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი