დღეს ამერიკული სამხედრო ტექნიკა გორის ცენტრალურ მოედანზე გამოჩნდა. მათ იმ ტერიტორიაზე გაიარეს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსული ტანკები დადიოდნენ.
ნაომარ ქალაქში, ამერიკელ სამხედროებს და მათ ჯავშანტექნიკას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დახვდნენ. გორის მერმა არც "მთავარის" სატელეფონო ზარებს უპასუხა
შეგახსენებთ, რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2020"-ის ფარგლებში ჩამოიყვანეს . სპეციალური მრავალეროვნული სამხედრო სწავლება 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. დღეს საქართველოს 130 ბრიტანელი სამხედროც ეწვია. სწავლების მიზანი ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.