„მთავარი არხი“ არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესებს, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ტარიფებს, ტექნიკურ სტანდარტებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს. 

ინფორმაცია გამოქვეყნებულია "მთავარი არხის" ოფიციალურ ვებგვერდზე www.mtavari.tv სპეციალურ სექტორში „არჩევნები 2020“.

ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც სურს წინასაარჩევნო რეკლამის "მთავარი არხის" ეთერში განთავსება, უნდა გაეცნოს გამოქვეყნებულ წესებს. 

წინასაარჩევნო რეკლამების განთავსება 11 სექტემბრიდან იწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი