ლავასოღლიმ სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს - კანონიერი ქურდის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"შაბათის მთავარის" რეპორტაჟს კანონიერი ქურდის, ლავასოღლის, საქართველოში ჩამოყვანის შესახებ, მისი ადვოკატი ეხმაურება. გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება უნდა მოხდეს, თუმცა ხელისუფლება ამას შეგნებულად არ აკეთებს. 

საქართველოს ხელისუფლება კანონს არღვევს, როცა 2 წლის განმავლობაში არ ჩამოჰყავს აქ სასჯელის მოსახდელად. ეს ადამიანი იძახის ჩამომიყვანეთ ხო გამასამართლეთ, ხო 12 წელი მომისაჯეთ, მომახდევინეთ საქართველოში სასჯელი, არ უნდა ხელისუფლებას ამ კანონის შესრულება. როგორც ჩანს, ამის მიზეზი არის ასეთი სიუჟეტები და ოპოზიციის წამდაუწუმ ძახილი, რომ ეს ადამიანი უნდა გამოიყენონ, არავის არ გამოაყენებს ეს ადამიანი თავს. ერთი წერილის მიწერა უნდა, შეთანხმება ბადრაგირების ვადაზე, მაგრამ არ აკეთებს ამას ხელისუფლება, - ამბობს ლავასოღლის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარის" ინფორმაციით, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში 1 საათით ჩასულმა თვითმფრინავმა, ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში ჩუმად ჩამოიყვანა. ვარაუდი ლავასოღლის საქართველოში საიდუმლოდ ჩამოყვანის შესახებ სწორედ ამ საგანგებო რეისმა გაამყარა.

ე.წ. კანონიერი ქურდის წინასაარჩევნოდ გამოყენებაზე ჯერ კდევ 24 ივნისს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობდა. "ლავასოღლი გადმოეცემა საქართველოს, ის იჯდება ამ ქვეყნის ციხეში და იქნება საარჩევნო პროცესების მმართველი ციხიდან, ტელეფონის მეშვეობით", - თქვა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი