
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშა აღიმართა.
შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად 7 მარტს შეუერთდა და ნატოს წევრი 32-ე ქვეყანა გახდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ფინეთის მსგავსად, ნატოში შესვლის სურვილი გამოთქვა.
ფინეთი ორგანიზაციაში გასული წლის აპრილში გაწევრიანდა.