რიცხვებით მანიპულაციის ახალი სერია ახალი პრემიერმინისტრისგან. ღარიბაშვილის მსგავსად ირაკლი კობახიძეც ცდილობდა დღეს საზოგადოების დარწმუნებას, რომ საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს უთანაბრდება. რეალობა რომ მკვეთრად განსხვავდება კობახიძის განცხადებისგან მთავრობის მეთაურს დღეს ხალხმა შეახსენა, რომელიც კეთილდღეობას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს და "ოცნების" ხელისუფლებისგან არც მდგომარეობის გამოსწორების იმედი აქვს.