ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო - მარიამ ჯაში

გამოქვეყნდა:

პარტიამ "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ცენტრალურ ბულვარში წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს. საჩხერე- ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში ნინო ბრეგვაძე.  

ტყიბული -თერჯოლა- ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში დავით შალამბერიძე, რაც შეეხება  სამტრედია, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა. 

პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა დღეს, პარლამენტის გადატანაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი