"უსაფრთხოების სიტუაციის დრამატულად გაუარესების" გამო, EU-მა ჰაიტიდან დიპლომატიური პერსონალი გამოიყვანა

გამოქვეყნდა:

"უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების" გამო, ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატიური პერსონალი გამოიყვანა. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"ამჟამად ჩვენ გამოვიყვანეთ EU-ის ყველა თანამშრომელი ჰაიტიდან. უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შემცირებულიყო ჩვენი საქმიანობა ადგილზე და გადავიყვანეთ EU-ს დელეგაციის პერსონალი პორტ-ო-პრენსში უფრო უსაფრთხო ადგილას ქვეყნის ფარგლებს გარეთ," - განაცხადა სტანომ.

სპიკერმა აღნიშნა, რომ EU "უკიდურესად შეშფოთებულია" ჰაიტიში, ბოლო დღეების განმავლობაში, განვითარებული მოვლენებით. მისი თქმით, ძირითადი პერსონალი აგრძელებს მუშაობას "მაგრამ არა უშუალოდ ჰაიტიდან".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი