2012 წელს თუ 20 ლიტრ საწვავს შეიძენდით 39 ლარად, დღეს გადაიხდით 62 ლარს | ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

12 წლის განმავლობაში საწვავი ფასი თითქმის ორჯერ გაზარდა - ამის შესახებ დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რატომ გაძვირდა საწვავი და რას აკეთებს ფასის რეგულირებისთვის.

„20 ლიტრში რომ 62 ლარს გადაიხდით, ზუსტად იმავე 20 ლიტრის შეძენა შესაძლებელი იყო 39 ლარად და 50 თეთრად 2012 წელს და რომ არ თქვან, 2012 წელს რატომ ადარებენო, მარტივი რამე უნდა ვუთხრათ საზოგადოებას - საქართველომდე საწვავი ღირს ერთი ლარი და 65 თეთრი დღევანდელი ფასით მსოფლიო ბირჟაზე, მაგრამ ფოთიდან, ბათუმიდან სანამ ბენზინგასამართ სადგურებზე გადანაწილდება, ფაქტობრივად აორმაგებენ ამ თანხას, ამიტომ გვაქვს შეკითხვა და უნდა უპასუხონ ხალხს - რატომ გაუძვირეს ხალხს ცხოვრება და მათ შორის, ადამიანები რომ ასხამენ საწვავს, ბენზინი იქნება თუ დიზელი, რატომ იხდიან უფრო მეტს, ვიდრე იხდიდნენ ოდესმე?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი