
უნგრეთმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ის ელჩი დაიბარა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა და ბაიდენის სიტყვებს "ტყუილი" უწოდა.
"ჩვენ ვთხოვეთ ელჩს, ეჩვენებინა ციტატა მდებარეობისა და დროის მიხედვით," - თქვა სიიარტომ და უარყო, რომ ორბანს ოდესმე უთქვამს ის, რაც ბაიდენმა აღწერა - "ეს არის ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა... ჩვენ არ მოგვეთხოვება ვინმესგან ასეთი სიცრუის მიღება, თუნდაც ეს ადამიანი იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი."
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ელჩი პრესმენი "გადაუდებელ" შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით "დაიბარა" შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით... ელჩი პრესმენი ყოველთვის მიესალმება შესაძლებლობას განიხილოს უნგრეთის დემოკრატიის მდგომარეობა ჩვენს მოკავშირესთან," - განაცხადა ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი "დიქტატურას ეძებს".
იხილეთ ასევე: