"სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ გამოიღებს" | ერდოღანი

გამოქვეყნდა:

"სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ გამოიღებს," - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

"უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვით, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს," - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს მუშაობას შავი ზღვის მარცვლეულის გაუქმებული შეთანხმების აღსადგენად, რომელიც მოსკოვსა და კიევს შორის გაეროსთან შუამავლობით დადო.

"ჩვენ ვმუშაობთ შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების აღსადგენად და მარცვლეულით ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მიგვაჩნია, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ნაბიჯები, რომლებიც გაამწვავებს კონფლიქტებს რეგიონში, რომელიც ასევე გავრცელდება NATO-ზე", - განაცხადა მან.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამ თვის ბოლოს არჩევნების შემდეგ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში 8 მარტს ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი