უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩაფრინდა. ცნობილია, რომ ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ერდოღანის განცხადებით, ლიდერები უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასა და ორმხრივ ურთიერთობას განიხილავენ.
ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია.