უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას ჩამოასვენებენ | ნოდარ ნასიროვი კიევში დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

უკრიანში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გიორგი გოგიაშვილს სამშობლოში კვირას, 17 მარტს, გამთენიის  ჩამოასვენებენ. მასთან ერთად დაღუპული ნოდარ ნასიროვი კი, კიევში, გუშინ დაკრძალეს. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს და შვილიც უკრაინაშია.

"ქართული ლეგიონის" წევრები უკრაინის ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე პარასკევს, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპნენ. ისინი ლეგიონის რიგებში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ირიცხებოდნენ.

გიორგი გოგიაშვილსა და ნოდარ ნასიროვს თანამებრძოლები კიევში ქართული ლეგიონის სამხედრო ბაზაზე გამოემშვიდობნენ. 

პუტინის აგრესიას უკრაინაში, ბოლო 2 წელში უკვე 61 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი