კრივი-რიჰზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კრივი-რიჰის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულმას  ცნობით, რუსების გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.  
მისი ცნობით, ნანგრევების გაწმენდისას გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით რუსებმა კრივი-რიჰში ცხრასართულიან კორპუსი და ხუთსართულიანი შენობა დაბომბეს. თავდასხმის  შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვი იყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი