
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციული მიმართვის დროს გამოეხმაურა რუსეთის მიერ კრივი რიჰზე თავდასხმას და განაცხადა, რომ საპასუხო დარტყმებს განახორციელებენ.
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაინგრა, არის მსხვერპლი.
"რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზარალს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. მათ კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი განიცდიან დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამით შეიძლება ის უსაფრთხო გახდეს მეზობლებისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია", - თქვა ზელენსკიმ.