"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამგორისა და ვაკის რაიონის ოლქებში, ლევან ხაბეიშვილი და ელენე ხოშტარია საზოგადოებისვის ცნობილი სახეების შეკითხვებს პასუხობენ.
"მთავარმა არხმა" დასაწყისისთვის ოპოზიციიდან მხოლოდ ორი პარტია შეარჩია - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". მომდევნო გადაცემებში "პოსტ ფაქტუმი" ამ ექსპერიმენტს უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააგრძელებს.
ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები, მათ შორის ხაბეიშვილი და ხოშტარია, 19 ივნისს წარადგინა.