
პაპუაშვილმა შეიძლება იგულისხმა, რომ დასავლეთის მთავარი ძირგამომთხრელი საქმიანობის მხარდამჭერი მე ვარ საქართველოში, მაგრამ ზოგადად შეფასების, რომ დასავლური ძალების პარტნიორო ვარ საქართველოში, ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს პირიქით, ძაან გამიხარდება, რომ ეს ასე იყოს - ასე პასუხობს "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ თავდასხმას და შეთქმულების თეორიას, რომ მის შეწყალებას ევროპელი პარტნიორები საქართველოში არა დეპოლარიზაციის შემცირების, არამედ "რადიკალური დღის წესრიგის შემოტანის" მიზნით ითხოვდნენ.
"დასავლეთი მხარს უჭერს ყველას, ვინც საქართველოს უჭერს მხარს და საქართველო მიჰყავს დასავლურ ოჯახში, ასე, რომ არ უნდა აგვერიოს ეს და არ უნდა გავიბღინძოთ ... პაპუაშვილის მოსაზრება, რომ მე ვარ თურმე ეს, ეს მისი მოსაზრებაა და მეტი არაფერი.
ტრივიალური ამბავი იქნება დავასკვნათ, რომ იმას მიანიშნებს, რომ ადამიანი ყოველთვის ხვდება საფრთხეს საიდან ემუქრება ყველაზე მეტად და ამიტომ ცდილობს ადრესირებას ზუსტად იმ მიმართულებით. კი ბატონო , გააგრძელონ ეე, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის, მომაბეზრებელი და გულისამრევია უკვე ამის მოსმენა უსასრულოდ და კიდევ უფრო მომაბეზრებელი და გულისამრევია ამაზე პასუხების გაცემა და მაყურებლისთვის ალბათ ეს პასუხები კიდევ უფრო უინტერესოა. მე არ ვაპირებ ამით დავკავდე და არ ვაპირებ, რომ ადამიანები ამით დავღალო. გაცილებით მეტი დროის და ენერგიის დახარჯვას ვაპირებ ბევრად მნიშვნელოვან საქმეებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ულევია და მათ შორის, პაპუაშვილი და მისი განცხადებები, არც სხვების განცხადებები, არ შედის. ეს დღის წესრიგი არის მათი და დაე, იარონ თავის დღის წესრიგით, ოღონდ მარტო იარონ, ჩვენ არ უნდა გავყვეთ" - ამბობს ნიკა გვარამია.