ახალი პოლიტიკური ძალა "ოცნების" სამიზნეში და პაპუაშვილის აღიარება | "ახალის" პოლიტიკური გეგმები

გამოქვეყნდა:

ახალი პოლიტიკური პლატფორმა კვლავ "ქართული ოცნების" სამიზნეშია. სულ რამდენიმე დღის შექმნილი პარტიის ლიდერებს ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე დაესხა თავს. შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამია და ნიკა მელია დასავლური ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. სპიკერი ამტკიცებს იმასაც, რომ ოპოზიციის ლიდერები საპატიმროდან სწორედ დასავლური ზეწოლის შედეგად გათავისუფლდნენ.

საკუთარი კომენტარით პაპუაშვილმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა. "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ევროკავშირთან ხელისუფლების დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ოპოზიციის დასავლური ღირებულებებია. ამ თავდასხმების სერიების მიღმა კი "ახალის" ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებას აგრძელებენ და პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი