დავით კეზერაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან სამართლებრივ დავას იწყებს. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უკვე მიმართა კოლუმბიის სასამართლოს იმ მიზეზების დასადგენად, რატომ არ მისცა კვიპროსში შეერთებული შტატების დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ამერიკაში შესვლის უფლება. კეზერაშვილმა ვიზაზე უარის საბაბის დადგენა ბლინკენის უწყებაშიც სცადა, თუმცა მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. ახალა სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს გზით ცდილობს იმის დადგენას, რას გულისხმობს სავიზო შეზღუდვა, რომელიც ფულის გათეთრების ეჭვზეა დაფუნებული.