"ჩახედეთ სტატისტიკას და ნახეთ, როგორც მე გამიკეთეს ეს, რამდენი კომპანია იქნება ასე" | "ოცნების" დეპუტატი მილიონების ჩამოწერაზე

გამოქვეყნდა:

"ჩახედეთ სტატისტიკას და ნახეთ, როგორც მე გამიკეთეს ეს, რამდენი კომპანია იქნება ასე" - ამის შესახებ 
"ქართული ოცნების" დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი ხელისუფლების მიერ მისთვის მილიონობით ლარის ჩამოწერას ეხმაურება. როგორც მან "მთავარ არხთან" თქვა, მას პრივილეგიით არ უსარგებლია.

"ჩვენი კომპანიები მას არ იხდიდნენ, იმიტომ რომ არ თვლიდა ჩვენი კომპანიები თავს დამნაშავედ ამ გარკვეულ საკითხში. არა მარტო მე გამიკეთა ეს, იმიტომ რომ მე პარლამენტში ვარ და ამიტომ მე პატივი მცეს. ერთი ჩახედეთ სტატისტიკას და ნახეთ, რომ როგორც მე გამიკეთეს ეს და დავუშვათ ჩემს კომპანიებს, ასე რამდენი კომპანია იქნება და აი იქიდან მერე სტატისტიკიდან იჩივლეთ რა," - თქვა ჩანქსელიანმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი