"ოცნების" დაპირების მიუხედავად, ანაკლიის პორტის მშენებლობა ვერ იწყება | ინვესტორის შერჩევა მაისამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების დაპირების მიუხედავად ანაკლიის პორტის მშენებლობა ვერ იწყება  - "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ სამშენებლო სამუშაოები უკვე წლევანდელი, 2024 წლის გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო.

ამ ეტაპზე ისიც გაურკვეველია, ვინ იქნება ინვესტორი.  რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში შეირჩევა მშენებელი, რომელიც დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას, მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. 

"იცით, რომ უკვე ვართ წინადადებების მიღების ეტაპზე გადასული. შარშან იყო ინტერესთა გამოხატვა, რომელიც წარმატებით ჩატარდა და ჩვენ ორი მაღალი კვალიფიკაციის პრეტენდენტი მივიღეთ და ორ კონსორციუმთან მიდის ახლა მუშაობა. იცით, რომ ორივე კომპანიის თხოვნა იყო, ჩვენ ვადები გაგვეხანგრძლივებინა, რადგან დოკუმენტების მომზადებისთვის მათ მეტი დრო დასჭირდათ. ვადები გახანგრძლივებულია მაისის ბოლომდე", - თქვა დავითაშვილმა. 

ექსპერტები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რაც ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ:

"პირველ რიგში არის დავა, ძალიან სამართლიანი, კომერციული, რომელიც არის საარბიტრაჟო საერთაშორისო სასამართლოში, საკმაოდ დიდ თანხაზეა საუაბრი, ამიტომ, ნებისმიერი ინვესტორისთვის, ეს წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, ამიტომ, როგორც ჩანს ამის გამოც არის დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ პრობლემურ სიტუაციაში, ეს იქნება ჩინური, ამერიკული, ევროპული თუ სხვა ქვეყნის, სანამდ დავა არ დასრულდება, ძალიან რთული იქნება იპოვო ინვესტორი", - ამბობს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, ვანო მაჭავარიანი.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი