ФСБ-ს ცნობით, დააკავეს "რუს მოხალისეთა კორპუსის" წევრები, რომლებიც ფრონტზე მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

რუსული ФСБ-ს ცნობით, პეტერბურგში დააკავეს სამი ადამიანი - რინატ ილინი, ნიკიტა კრასილნიკოვი და არტემ შჩერბაკოვი, რომლებიც სპეცსამსახურების მტკიცებით, ფრონტზე რუსი სამხედროებისთვის მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ. 

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დაკავებულები უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედრო დაჯგუფების, რუსული მოხალისეთა კორპუსის(РДК) წევრები არიან.

"2024 წლის იანვრიდან ერთ-ერთმა ბრალდებულმა, RDK-ის წარმომადგენლების მითითებით, აწარმოა ობიექტების დაზვერვა სანკტ-პეტერბურგში, მათ შორის, ესპანიოლას მოხალისეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პუნქტის და ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული მანქანების. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილებმა, სავარაუდოდ, შეიძინეს GPS ტრეკერი აუდიო ჩაწერის ფუნქციით და მოათავსეს სამალავში, ამაღლების ეკლესიის მახლობლად, რათა გაერკვიათ სად იმყოფებოდნენ მებრძოლები.

ერთ-ერთმა თანამზრახველმა მიიღო დაახლოებით 20 კილოგრამი დაუდგენელი ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც უნდა შეერიათ საკვებში და ჰუმანიტარული დახმარების სახით გაეგზავნათ მოხალისეებისთვის, ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში" ნათქვამია ინფორმაციაში.

უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით დაიწყო. 

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა РДК და სხვა პროუკრაინული რუსული შეიარაღებული დაჯგუფებები უკრაინა-რუსეთის საზღვარზე საბრძოლო-დივერსიულ ოპერაციებს ატარებენ.

იხილეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი