აჯანყებული რუსები უკვე მეორე დღეა არ ნებდებიან. განგაში, სროლა და ევაკუაცია კურსკის და ბელგოროდის ოლქებში ამ დრომდე გრძელდება. რუსეთის თავისუფლების, მოხალისეთა კორპუსის და ციმბირის ბატალიონის მებრძოლები პოზიციებს ინარჩუნებენ და ახალ დასახლებულ პუნქტებსაც იკავებენ. უფრო მეტიც - უკრაინული წყაროების ინფორმაციით, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაჯგუფება ვაგნერი ყოფილი მებრძოლებიც ჩაერთვნენ, რომლებიც რუსეთის რკინიგზაზე დივერსიებს აწყობენ.