თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს "მთავარის" ინფორმაციას, რომ ხიდაშელი უწყებაში მრჩევლად 2020 წლიდან მუშაობდა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ადასტურებს, რომ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი მრჩევლად მუშაობდა უწყებაში. სამინისტრო ამბობს, რომ ის 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იკავებდა პოსტს. 2020 წელს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, პრემიერი კი გიორგი ხარია.

სამინისტრო ამბობს, რომ იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, ხიდაშელს შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

იხილეთ განცხადება: 

"მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება".

 იხილეთ ასევე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი