20-მდე დაღუპული და 70-ზე მეტი დაშავებული | ოდესაში ხვალ გლოვის დღეა

გამოქვეყნდა:

ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა 73-მდე. დაღუპულთა შორის არიან ექიმი და მაშველიც. ისინი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც კიდევ ერთი დარტყმა მოხდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე ისკანდერის რაკეტებით მიიტანეს იერიში.

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი