
გაერო-ს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, გმობს რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.
"ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმურ მცდელობებს, გამართოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დროებით ოკუპირებულ რაიონებში. არჩევნების ჩატარება გაერო-ს წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მისი ნებართვის გარეშე არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპატივცემულობა. ასეთი არჩევნები საერთაშორისო სამართლით ლეგიტიმურ არ არის“, - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ.
როგორც მან აღნიშნა, ერთობლივი განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს აგრესიის ომი და დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.
ასევე ნახეთ: