
პუტინის არჩევნებს საქართველოდან ჩასული პრორუსები აკვირდებიან. რუსული მედიის ინფორმაციით, საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რუსეთში იმყოფება პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ასევე, ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დოქტორი თემურ მაისურაძე და ანალიტიკური ცენტრ "ექსპრეს პლუსის" წარმომადგენელი, ვასო კაპანაძე.
რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ არჩევნები "მშვიდ გარემოში მიმდინარეობს."
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი პროცესი დაკავებებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობს. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით გეგმავს.
ასევე ნახეთ: