პორტუგალია უკრაინისთვის ჭურვების შეძენის შესახებ ჩეხეთის ინიციატივას უერთდება

გამოქვეყნდა:

პორტუგალია უერთდება ჩეხეთის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პორტუგალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას, გადასცეს 100 მილიონი ევრო საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. ჩვენ ევროპის რიგ ქვეყნებთან ერთად ვუერთდებით ჩეხეთის ინიციატივას საბრძოლო მასალის შესყიდვის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალის გამოყენებამ ბრძოლის ველზე  უკიდურესად მაღალ დონეს მიაღწია, რაც "სასიცოცხლოდ და გადაუდებელს ხდის უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის მოპოვებას, რუსული თავდასხმების საპასუხოდ."
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი