
ჩეხეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენასთან დაკავშირებით ჩეხური მხარის ინიციატივამ შესაძლებელი გახადა საკმარისი თანხების მოძიება 300 ათასი საარტილერიო ჭურვის პირველი პარტიისთვის.
"ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი! ჩვენი მუშაობა და ჩვენი დახმარება უკრაინისადმი აქ არ მთავრდება. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორების ძიებას, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ჩეხეთმა თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა თავისი ინიციატივა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების შესყიდვის შესახებ. პრაღის ინიციატივას ევროპის 18 ქვეყანა შეუერთდა.