მილიონები ბიუჯეტიდან "ოცნების" შემომწირველებისთვის - "ფლანგვის დეტექტორის" დასკვნა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მილიონობით ლარი "ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიებისთვის იხარჯება. "ფლანგვის დეტექტორმა" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2012-2020 წლებში ასოციაციის გამგეობის წევრმა შვიდმა კომპანიამ ელ. ტენდერებით 900 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, აქედან 241 მილიონ ლარზე მეტი - უკონკურენტო გარემოში.

"ფლანგვის დეტექტორი" მიუთითებს იმასაც, რომ კანონით  ასოციაციის წევრ კომპანიებს ერთსა და იმავე ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ, თუმცა ძვირადღირებულ ტენდერებში მაინც მონაწილეობენ და იმარჯვებენ კიდეც. ისინი "ქართული ოცნების"  შემომწირველებიც არიან. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის კამპანიას 500 ათას ლარამდე შეწირეს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი