იულია ნავალნაია ბერლინში პუტინის საწინააღმდეგო აქციას დაესწრო

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ, ბერლინში პუტინის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. დამადასტურებელი ფოტოები ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეების ნაწილი, დემონსტრაციაზე ნავალნის ქვრივის სახელს სკანდირებდა და ტაშს უკრავდა. 

შეგახსენებთ, რომ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ბერლინში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. OVD-Info-ს საპროტესტო-მონიტორინგის ჯგუფმა განაცხადა, რომ რუსეთის ცამეტ ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით 74-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტოო აქციები "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში საარჩევნო უბნების გარეთაც გაიმართა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი