პროცედურას რომელიც წააგავდა არჩევნებს, ლეგიტიმაცია ვერ ექნება | ლანდსბერგისი პუტინის არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

 ეს უბრალოდ იყო პროცედურა, რომელიც წააგავდა არჩევნებს - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი რუსეთის საპრეზიდენტო "არჩევნებთან" დაკავშირებით, სადაც ისევ პუტინმა "მოიგო" და მეხუთედ გახდა პრეზიდენტი. 

"იქნება რეზოლუცია რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ცხადია, რომ ამას არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები. ეს უბრალოდ იყო პროცედურა, რომელიც წააგავდა არჩევნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იყო იმავე ადამიანის ხელახალი დანიშვნა, რასაც ლეგიტიმაცია ვერ ექნება. სასიხარულოა, რომ იმ პოლიტიკური საპყრობილის საზღვრებს გარეთ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, ხალხს აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. ლიეტუვაში მდებარე რუსეთის საელჩოში მოსულების მხოლოდ სამმა პროცენტმა მისცა ხმა პუტინს, დანარჩენებმა კი ან ბიულეტენები გაანადგურეს, ან სხვა კანდიდატს მისცეს ხმა." განაცხადა ლანდსბერგისმა. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი