
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პუტინს "არჩევნებში" მეხუთე ვადით გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედია წერს, რომ პუტინმა ალიევს მილოცვისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა - მან სატელეფონო საუბრისას გამოითქვა ნდობა, რომ ორ ქვეყანას შორის მოკავშირეთა ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა გაძლიერდება. ასევე, პრეზიდენტებმა აზრები გაცვალეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე.