"ნებისმიერ დაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია, განსაკუთრებით პრემიერობის კანდიდატობაზე. ამაზე იმსჯელებს გუნდი, თუ ოდესმე სამსჯელო გახდა " | მელია "ოცნების" პროპაგანდაზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების ახალი კამპანია "ახალის" წინააღმდეგ - სახელისუფლებო მედია მმართველ პოლიტიკურ ძალასთან უნისონში დილიდან აქტიურად განიხილავს თემას - არის თუ არა დაპირისპირება ახალი პოლიტიკური ერთობის ორ ლიდერს შორის საკითხზე, ვინ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი - ნიკა გვარამია თუ ნიკა მელია. 

რაც შეეხება "ახალს", პოლიტიკურ ერთობაში აცხადებენ, რომ ჯერ პრემიერობის კანდიდატის საკითხი არც კი განხილულა და მიაჩნიათ, რომ  ოცნების ნაადრევი შიშები მხოლოდ ადასტურებს ახალი პოლიტიკური ძალის მყარ ელექტორალურ პოზიციებს.

"ნებისმიერ შიდადაპირისპირებაზე საუბარი ზედმეტია და განსაკუთრებით პრემიერმინისტრობის კანდიდატობაზე. ამაზე საუბარიც კი არ გვქონია და ვერც გვექნება მე და ნიკას იმიტომ, რომ ამაზე იმსჯელებს გუნდი, თუ სამსჯელო ოდესმე გახდა. კიდევ უფრო სამწუხაროდ, ჩემთვის პირადად არის, რომ მაგალითად, ნაციონალურო მოძრაობის და ქართული ოცნების რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა, ორივე ერთხმად საუბრობს, რომ ვერ გადალახავენ ბარიერს. ქართული ოცნება იძახის, რომ ყველა ნაციონალურო მოძრაობაა და ნაციონალური მოძრაობა იძახის, რომ ყველა ნაციონალური მოძრაობაა, ოღონდ კლონები არიან. არც ერთნი ვართ და არც მეორე. ქართულ ოცნებას ჰყავს ბიძინა ივანიშვილი, კალაძე, ღარიბაშვილი, ფარცხალაძე და ა.შ.  ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილის, დათო კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის. მათ აქვთ თავიანთი პარტია და ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტია." ამბობს ნიკა მელია.  

"ოცნებისა" და მისი მედიის პროპაგანდას, დღეს ნიკა გვარამიამაც უპასუხა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი