
"რიგითი რადიკალი ნაცი გახდა... ამბიციები მოთოკოს ყველამ ჯობია და გადასცეს ორდენი როგორც წესი და რიგია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ, ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიასთვის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ განაცხადა. დაჯილდოებას, პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად, არ დაესწრნენ "ოცნების" ლიდერები.
"სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. რიგითი რადიკალი ნაცი გახდა, თუმცა ის, სამწუხაროდ, კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას. ეროვნული თანხმობა და ეროვნული მიზნები უნდა აღასრულო ის, რომ არ დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები. რომ დაინახე, პრეზიდენტი, რომ გქვია კიდე ფორმალურად, პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერმინისტრმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები. არიქა ახლა ახლა მოდით ჩემთან და ისე ვერ გადავცემ ორდენს, ამაზე არ უნდა დაიწყო ლაპარაკი. ამბიციები მოთოკოს ყველამ ჯობია და გადასცეს ორდენი როგორც წესი და რიგია." - განაცხადა მდინარაძემ.