"ზოგი პოლიციელია, ზოგი შემოგზავნილი... კარავი რომ გავშალეთ, ყოველდღე მოდიოდნენ და იღებდნენ", - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი საუბრობს და ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშს ემაურება, სადაც საუბარია, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, სავარაუდოდ, სამართალდამცველები უთვალთვალებდნენ.
თავიდანვე, მე რომ დავიწყე ბრძოლა ჩემი ლაზარესთვის, თავიდანვე გამოჩნდნენ ის ადამიანები. ზოგი პოლიციელია, ზოგი შემოგზავნილი. კარავი რომ გავშალეთ, ყოველდღე, უშუალოდ თვითონ პატრულის თანამშრომლებიც, დილას, შუა დღეს, გარკვეული საათების პერიოდში მოდიოდნენ და იღებდნენ, აი ასე, წრეზე, ვინ არი, როგორ არის და მიდიოდნენ, - ამბობს ბექა გრიგორიადისი.